spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში არ ტარდება პლენარული სხდომები, ამასთან ერთად, ყველა დეპუტატი მთლიანად გადართულია საარჩევნო პროცესზე.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბარი მარტივი სპეკულაციაა.

 

“ასეთ დროს შეუძლებელია სხდომის გამართვა. როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, თავისთავად არის სპეკულაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, სპეკულაციაა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

 

“ვფიქრობ, რომ საუბრები ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ასევე არის სპეკულაცია. ზოგადად, ეს არის სენსიტიური საკითხი. საქმე ეხება სენსიტიურ უწყებას, სფეროს და როდესაც სპეკულაციებით შედიხარ ასეთ სფეროში, მგონი, ეს არ არის ჯანსაღი, თუნდაც პოლიტიკური სვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გავრცელებული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის. ფრაქციაში, ამ მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ. 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, ამ საკითხზე, სხდომა აუცილებლად ჩაინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები