spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ომის რიტორიკა გააღვივონ და მას ელჩი არ ემიჯნება, ეს წარმოშობს გარკვეულ კითხვებს

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა რაიმე პოლემიკაში შევიდეთ ამერიკის ელჩთან, უბრალოდ, ჩვენი ერთგვარი რჩევა იქნებოდა, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს პოზიციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, უამრავი განცხადება გაკეთდა, რაც საქართველოში ომის რიტორიკის ტირაჟირებას ემსახურებოდა და ამას აკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ლობისტები და უკრაინის უმაღლესი თანამდებობების პირები.

 

“ასეთ დროს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ომის რიტორიკა გააღვივონ და მას ელჩი არ ემიჯნება, ბუნებრივია, ეს წარმოშობს გარკვეული კითხვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მეტი სიცხადე საზოგადოებისთვის და ესაა უბრალოდ ჩვენი მოწოდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა რაიმე პოლემიკაში შევიდეთ ამერიკის ელჩთან, უბრალოდ, ჩვენი ერთგვარი რჩევა იქნებოდა, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს პოზიციასთან დაკავშირებით. მაგალითად, როდესაც ვიღაც ითხოვს სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რა არის ელჩის პოზიცია. როდესაც ითხოვენ მთავრობის გადადგომას, რა არის ელჩის პოზიცია; როდესაც ომისკენ გვექაჩებიან, რა არის ელჩის პოზიციაა და ასე შემდეგ. აქ რომ იყოს მკაფიო გამიჯვნა, ბუნებრივია, საზოგადოებას კითხვები არ დარჩებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები