spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის

სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ რაღაც კლოუნადის მომსწრე ვიქნებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

“ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით. ეს სპეკულაციები რა თქმა უნდა მოიმატებს მომდევნო 5-6 დღის განმავლობაში, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. ვიცით, გვაქვს შიგნიდან, პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, მათ შორის იმის, რომ შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ რაღაც კლოუნადის მომსწრე ვიქნებით. 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება და შემდეგ უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. 

 

მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან სხვებზე ბევრად უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. დღის წესრიგიდან ეს საკითხი 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები