spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციები ვერ დაიწყება

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია.

 

“იმ ნაბიჯის ფონზე, რომელიც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციები ვერ დაიწყება.

 

ჩვენი ელჩი ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, ძალიან დასანანი და სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ არც კომენტარებით რეაგირებას. გვირჩევნია, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები