spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, სრული სიის წარდგენა 26 სექტემბერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, ხოლო სრულ სიას 26 სექტემბერს წარადგენენ.

მისი თქმით, გუნდში იქნება განახლება.

“ჩვენ ვფიქრობთ სიის დასახელებას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. სიახლეები, განახლება გვექნება გუნდში. ეს ყოველ  ჯერზე ხდება ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკის ჯანსაღი შემადგენელი ნაწილი და ამ შემთხვევაშიც გვექნება განახლება.

რაც შეეხება მთლიანად სიას, ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ სიის წარდგენა ხდება ხოლმე ზუსტად ბოლო დღეს, როცა ეს იურიდიულად არის შესაძლებელი და ეს უწევს 26 სექტემბრისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები