მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არის სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები, ნაწილი ეხება კანონმდებლობას, მათ შორის, არის გარკვეული რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოზიცია, მაგალითად არის წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო, დასაბუთებული პოზიცია ამ თემაზე, თუმცა აქაც მზად ვართ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირთან ერთად. არის რეკომენდაციები პრაქტიკასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი საკითხი ექვემდებარება განხილვას.
პოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის გამოკვეთილი ამ დასკვნაში და ამასაც ეხება რეკომენდაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.