ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რამდენად გაიზიარებენ ხელისუფლების წინადადებას ის NGO-ები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ რეესტრში.
მისივე თქმით, ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა.
“ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედებდა დღემდე და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი“, – განაცხადა კობახიძემ.