spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

ლიტურგიაზე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები