spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, საქმე შანტაჟის ნაცვლად

საქართველო რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

“საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა და ამავდროულად გადავდგამთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები