spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.

 

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში ნოშრევან ლომთათიძესთან, ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში ზურაბ ხამაშურიძესთან. 

 

ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა.

 

მან ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები