spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.

პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები