ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. არაერთხელ ვთქვი, და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს პოლიცია დღეს მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძემ პოლიციელებს ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა აღუთქვა.
“ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ურთულეს საქმიანობაში ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს – თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის და კვლავაც თანადგომას გპირდებით. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა კობახიძემ.