spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო არტისტის ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

“მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო.

 

ლამარა ჭყონია, მისი განსაკუთრებით ინდივიდუალური და სახასიათო შესრულების წყალობით, კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში. თანავუგრძნობ ლამარა ჭყონიას ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები