spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას

შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შავი ზღვის გადამცემი კაბელის საერთო სიგრძე 1 155 კილომეტრია და სამუშაოების დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის გადამცემი კაბელის განვითარებაზე, აქ საქმე ეხება ელექტროენერგიის გადაცემას, ასევე ინტერნეტის გადაცემას. საერთო სიგრძე ამ კაბელის არის 1 155 კილომეტრი და სამუშაოების დასრულება იგეგმება 2030 წლისთვის. ეს კაბელი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგვცემს ასევე ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას. ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ამ პროექტის განხორციელება. ჩვენი პარტნიორები არიან კონკრეტული ქვეყნები: რუმინეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, მათთან პარტნიორობით განხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები