“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.
“ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.
სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.
ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები”, – წერს კობახიძე.
ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა.