spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე, წმინდა საყდართან კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით მექვაბიშვილი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა  დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, ასევე სხვადასხვა დროს იყო ნიდერლანდების სამეფოსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი კი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის საელჩოში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები