spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

 

“აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ ორმხრივი ურთიერთობები თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. 

 

ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალს და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობას. 

 

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. 

 

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. 

 

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები