spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა მასზე

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ  სულხან თამაზაშვილზე.

“ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს,  განსაკუთრებულ თვისებებს, მათ შორის, მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ ბატონ სულხან თამაზაშვილზე“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები