spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ჭაღარა გაგიჩინეს და 5 000 ლარი გაქვს ხელფასიო, ამიტომ გადაიფიქრა

მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შვილებთან ურთიერთობა მისთვის პრიორიტეტია.

 

“პრინციპში, ვახერხებ, რომ ბავშვებთან მქონდეს საკმარისი ურთიერთობა, ეს არის პრიორიტეტი. რაღაც წლებს ვერ დააბრუნებ. ბავშვი როცა არის 6 წლის არის განსხვავებული, განსხვავებულია 7 წლის. იმ წლებს ვერ დააბრუნებ და ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდე ემოციას, რომელიც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, პოლიტიკოსობაზე მისი არცერთი შვილი არ ფიქრობს.

 

“არ მოვახდენდი გავლენას არცერთ შემთხვევაში ჩემი შვილების არჩევანზე მითუმეტეს ამ მიმართულებით, თუ იქნება მათი გადაწყვეტილება ან ერთის ან მეორესი. შვილების გადაწყვეტილება მათი არჩევანია, მაგრამ მე არ ვისურვებდი მათ არჩევანზე გავლენის მოხდენას. 

რაღაც მომენტი იყო, როდესაც უფროსი ბავშვი ამბობდა, რომ უნდოდა პოლიტიკოსობა, თუმცა შემდეგ მალე გადაიფიქრა. ახლა მისი სურვილია, რომ ბიზნესმენი გახდეს. ასეთი რაღაც მითხრა, რომ ჭაღარა გაგიჩინეს და 5 000 ლარი გაქვს ხელფასიო. ამიტომ გადაიფიქრა. პრაგმატულად მიუდგა ამ საკითხს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები