spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევით

რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ბრალს აყენებენ კონკრეტული ადამიანები, ამას სჭირდება მტკიცებულებების მიტანა.

“ვნახოთ, რას მიიტანენ. რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს. თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში. დანარჩენი არის ყველაფერი ცარიელი სპეკულაციები და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც ვერავითარ მტკიცებულებას ვერ მიიტანენ შესაბამისი ადამიანები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები