spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერც ერთი სახელმწიფო ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერცერთი სახელმწიფო, ვერცერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა უნდა მოხდეს.

 

“თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა მიანიაშნა, როცა ვითომ რუსეთზე საუბრობდა, ვერცერთი სახელმწიფო ვერცერთ სამოქალქო კლინიკას ვერ დაიცავს. პატიმრები იმისთვის არიან ციხეში, რომ იქ უზრუნველყოფილია უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტი. იმიტომ უნდათ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რომ იქაა უსაფრთხოების სხვა სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები