spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს, რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

ცაჰკნა არის  Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება, არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს და არის უბრალოდ კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში.

“ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის არის  Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება, არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება. ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. მე მგონია, რომ აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს ეს საკითხი, არის უბრალოდ კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები