spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – წლიდან წლამდე, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ პენსიების ზრდა გაგრძელდება

ჩვენ გვქონდა ასახული საარჩევნო პროგრამაში დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მომავალ წელს 350 ლარამდე გაიზრდებოდა მინიმალური პენსია 65 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის, 450 ლარამდე გაიზრდებოდა პენსია 65 წლის ასაკის და 65 წლის ასაკს გადაცილებული პენსიონერებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დაპირება უკვე ასახული იქნება ბიუჯეტის პროექტში.

“ეს დაპირება უკვე ასახული იქნება იმ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ. მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 420 ლარამდე და 540 ლარამდე პენსიის ზრდა მომდევნო წლისთვის. რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ პენსიების ზრდა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები