spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – უკრაინას უნდა გავუფრთხილდეთ, სჯობს, სააკაშვილი ციხეში იჯდეს

ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას ვუფრთხილდებით, ვფიქრობ, ეს დამატებითი არგუმენტია, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. 

 

“მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. უკრაინას უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და დამატებით რომ არ დავამძიმოთ მდგომარეობა, სჯობს, სააკაშვილი ციხეში იჯდეს. სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს, დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები