spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ოპოზიცია იყენებდა წლების განმავლობაში ტრამპის მიმართ

დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია შეურაცხმყოფელი, უხეში ტერმინებით მოიხსენიებდა ტრამპს.

 

“ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში. ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. როდესაც მაგალითად, 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმ დროს როდესაც მიენიჭა დსთ-ის წევრ მოლდოვას, ეს იყო უხეში უსამართლობა, ასეთი უსამართლობა მე მგონია, რომ აღარ მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები