spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც პრემიერმა წარმოთქვა

უკრაინას, უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი და რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების მიმართ არის დასჯის აქტი. ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და იყოს უსამართლოც. ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც პრემიერმა წარმოთქვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინაში ვითარება არის ძალიან მძიმე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ვითარების წინაშე საქართველო არ დადგეს. 

 

“აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არანაირი გამართლება. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს. ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. სახეზეა ეს მოცემულობა, რაც ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის და ჩვენი ამოცანაა ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენ ქვეყანას.

 

გუშინ მოვისმინე ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ფრაზა, რომ თუ დღეს არ არის დასჯილი და დაჩაგრული ეს არის უკრაინა, – ამით ისინი ცდილობენ, რომ გაამართლონ საკუთარი განზრახვა და ეს განზრახვა არის ერთადერთი, რომ რამენაირად საქართველო ჩართონ იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც წარმოებს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აცდენილი სინამდვილეს, ვითარება არის ძალიან მძიმე უკრაინაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“, – განაცადა კობახიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები