ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, თუმცა ვერც ადრე მოახერხა ვინმემ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირება და ვერც ახლა ექნება ეფექტი გარე ჩარევებს.
“ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, ეს ჩარევა, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ საქართველოში ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას, აქედან გამომდინარე, ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს ვერანაირი ეფექტი”, – განაცხადა კობახიძემ.