არახამია საუბრობს იმაზე, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი საქართველოში ქველმოქმედებაში, რას ხმარდებოდა ყველამ კარად იცის და მომავალშიც არის უამრავი პროექტი დაგეგმილი.
“ეს პროექტები დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, ჯერ თავისია თუ არა ისიც თვითონ არ იცის სერიოზული პრობლემები და ახლა იგივე პრობლემები უნდა შექმნას საქართველოშიც.
“ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის რატომ არის არახამია ჩართული ამ ყველაფერში ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს, აქ ერთი რამე მინდა, შევახსენო საზოგადოებას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლაზე, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარის აქტივებს, დანარჩენი თანხა, ეს ვრცელდება, მათ შორის Credit Suisse-ში განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისათვის. ვიღაც არახამია, რომელმაც უნდა მიხედოს საკუთარ თავს და იმ პრობლემებს, რომელიც ხალხს შეუქმნა, საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას.
ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი საქართველოში ქველმოქმედებაში და რას ხმარდებოდა ეს ყველამ კარად იცის და მომავალშიც არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. მათ შორის არის ტაძრების მოვლა-პატრონობა, აღდგენა, იგივე თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ეს პროექტები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, ჯერ თავისია თუ არა ესეც არ იცის, სერიოზული პრობლემები, უნდა იგივე ან მსგავსი პრობლემები შექმნას ახლა საქართველოში, ასეთ სანქციები მატერიალური კუთხით ნიშნავს, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებული ქართველი ხალხისთვის, თბილისის, რეგიონების მოსახლეობისთვის შეიძლება, დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უარესი. ეს არის ერთი გვერდითი ეფექტი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ მათ უნდათ უარესი და ეს უარესი რა არის ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“, – განაცხადა კობახიძემ.