spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა იმ პირის მთავარი მიზანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაშვებს მოითხოვს, ქვეყნის ომში ჩათრევაა. 

 

“ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს ამას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაფიო – სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები