spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ

ორი გზა არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის შერიგება, ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტის კითხვის პასუხად კახეთში განაცხადა.

მისი თქმით, შერიგება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე.

“მოღალატეობრივი იყო ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს 2008 წლის აგვისტოში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მათ გააკეთეს და მათ სურთ საკუთარი ღალატის გადაფარვა ასეთი ცრუ განცხადებებით, თუმცა არ გამოუვათ. საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ომთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო, რა მოხდა მანამდე, როგორ თანმიმდევრულად მიდიოდა ამ ყველაფრისკენ სააკაშვილის რეჟიმი, საბოლოოდ, რა გააკეთეს მათ 7 აგვისტოს, მეხსიერება არ იშლება. ჩვენ ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს თითოეული წამი და წუთი, რაც ხდებოდა 7 აგვისტოს, ამას ვერ წაშლი, ასევე არსებობს არქივი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა.

რაც შეეხება შერიგებას, აქ კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს – ორი გზა არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის – შერიგება. ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ. ისინი არიან ომის პარტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა დღის წესრიგი და შერიგება, მას შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანაში გვქონდა ძმათა მკვლელი ომი, შეიძლება მოხდეს მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე. ეს არის იმდენად მარტივი აქსიომური ჭეშმარიტება, რომ ამის გაპროტესტება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ისეთი ძალების მხრიდან, რომლებიც არიან დაფუძნებული სიცრუესა და ძალადობაზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები