“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს
“ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის ოთარ ღვინაშვილის წინაშე“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 5 ადამიანი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.