spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძემ იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.

 

“პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა; ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა  და აკადემიის შენობას – რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

 

რესტავრაციისას ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიის სახურავიდან მოიხსნება კრამიტის საფარი, გასუფთავდება კედლები, დაზიანებული ადგილები შეივსება, გამაგრდება საძირკველი, ტაძრის პერიმეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი; დაიწყება აკადემიის კედლების კონსერვაცია, გაკეთდება საყრდენი კედელი.

 

ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია  3 073 219 ლარი.

 

იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები