spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 

პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი კობახიძე პარლამენტში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდსაც დაესწრო.

 

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები