spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ გმირობაზე ისაუბრა.

„დღეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული დღე – ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დღე. მეორე მხრივ, ეს დღე გვახსენებს ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე უნდა გვახსენებდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები