spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მაკა ბოჭორიშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ ის არის წარმატებული დიპლომატი, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, ამ სფეროში საქმიანობს.

ირაკლი კობახიძემ ყოფილ მინისტრს ილია დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მუშაობას სხვა მიმართულებით განაგრძობს, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები