პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.
მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. “დინამო არენაზე” იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.