spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს “რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.

შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 46:28 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი მეჩვიდმეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სპორტსმენებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და მორაგბეებს, მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები