საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან და დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი კობახიძე უზბეკეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერს და სენატის თავმჯდომარესთან.