საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.