spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კუპრაძე – სამხედროობა ფუნთუშების ცხობა და პოლიტიკოსების ლაყბობა არაა, სხვა ტვირთია, უმძიმესი დამღებით და სამშობლოსთვის გაღებული ჯანმრთელობით და სიცოცხლით!

“ლელოს” პოლიტსაბჭის წევრი ირაკლი კუპრაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ვეტერანების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე საუბრობს.

 

“არ შემიძლია ეს რომ არ ვთქვა. ხშირად მხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში, ვიდეობი, როგორ გადიან ამერიკელი ვეტერანები რეაბილიტაციის კურსს საერთაშორისო მისიების შემდეგ, სრულყოფილ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ მხარდაჭერას სთავაზობენ ვეტერანებს, სახელმწიფო და საზოგადოება ერთადაა ჩართული ამაში. ნამდვილ ადამიანებად და გმირებად აგრძნობინებს ქვეყანაც და ხალხიც თავს, უთმობენ რიგს, გზას, ქედს იხრიან მათ წინაშე, აქვთ უზრუნველყოფილი ცხოვრება და არ შიმშილობენ, როგორც ჩვენთან. ვეტერანები უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმებით ბრუნდებიან მსგავსი მისიებიდან. 

 

ჩვენთან რა ხდება?

 

* რა ტიპის მხარდაჭერას უწევს სახელმწიფო ვეტერანებს, რომელთაც ავღანეთის თუ სხვა უმძიმესი საერთაშორისო მისიები გამოიარეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის და მარტივად რომ ითქვას ფინანსური მხრივ, რომ უბრალოდ არ იშიმშილონ?! 
როგორ და რითი ცხოვრობენ?!

 

* ადამიანი, რომელიც ათეული წელი მსახურობდა სამხედროდ, რატომ წამოვიდა 2021 წელს ჯარიდან? 

 

* რა ფინანსური შესაძლებლობით ცხოვრობდა?!

 

* გაიარა თუ არა, რაიმე რეაბილიტაციის კურსი!?

 

* ამდენი იარაღი, მათ შორის ხელყუბმბარები, რომელთა შენახვაც სახლის პირობებში მძიმე დანაშაულია, როგორ მოხვდა საცხოვრებელ სახლში!?

 

* არის თუ არა საგარეჯოს და ზოგადად მუნიციპალიტეტებში პოლიცია აღჭურვილი ბრონიჟილეტებით? 

 

და ბოლოს, სანამ გამოძიება დასრულდება, სოციალურ ფაქტორებზე-მარტივად პასუხი: 

 

იცით, რამდენია ახალაგზრდა ომის ვეტერანის პენსია? 100 ლარი, ხალხო, 100!

 

თუ 20 წელი მსახურობს და ისიც პოლკოვნიკია: 320 ლარი!

 

სამხედროობა, ფუნთუშების ცხობა და პოლიტიკოსების ლაყბობა არაა, სხვა ტვირთია, უმძიმესი დამღებით და სამშობლოსთვის გაღებული ჯანმრთელობით და სიცოცხლით! ვწუხვარ, ძალიან, ვწუხვარ!”, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები