spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა

ბათუმის საკრებულო “ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ დატოვა. მას უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე დღევანდელ სხდომაზე შეუწყვიტეს.

 

“2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ ძალადობა, ზეწოლა, მუქარა და უმძიმესი პროცესი, რომელმაც დააზიანა ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია, საარჩევნო პროცესი. შესაბამისად, მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში”, – განაცხადა კუპრაძემ.
კუპრაძეს საკრებულოში ვაჟა დარჩია ჩაანაცვლებს. 

 

დღესვე 7-თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული რამაზ ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს. 

 

კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიიღო. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები