ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე იმ პარლამენტარების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს “რუსულ კანონს”.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან არის ერთი ხელის გაწვდენაზე, ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.
შემთხვევითი არ არის, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე იმ პარლამენტარების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს “რუსულ კანონს”, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, სინამდვილეში ამ სანქციებს ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი ექნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი “ქართულ ოცნებაში” დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.