spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ნადირაძე – დაპირება, რომ თითქოს ქუთაისისთვის რაიმეს გააკეთებენ, არის მორიგი წინასაარჩევნო აფერა

ეს არის მორიგი წინასაარჩევნო აფერა. ეს პროექტები ქუთაისისთვის და მთელი საქართველოსთვის აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის კორუმპირებულ “ქართულ ოცნებას” მოვაშორებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

“ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოჰპარა მთელ ქუთაისს წარმატების და განვითარების 12 წელიწადი. შეაჩერა ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დაწყებული იყო მიხეილ სააკაშვილის დროს.

დაპირება, რომ თითქოს ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის რაიმეს გააკეთებენ, არის მორიგი წინასაარჩევნო აფერა, იმიტომ, რომ აქამდე არაფერი გაუკეთებიათ ამ 12 წელიწადში და ისეთივე აფერაა, როგორიც იყო იაფი ფული, ასი ქარხანა, კომუნალური ტარიფების განახევრება და ასე შემდეგ.

ეს პროექტები ქუთაისისთვის და მთელი საქართველოსთვის აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის კორუმპირებულ “ქართულ ოცნებას” მოვაშორებთ და საქართველოში გაგრძელდება კეთილდღეობა და აღმშენებლობა, რომელიც იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 1 აგვისტოს გამოქვეყნდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები