“დღეს ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, მისი აქტიურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათი წაადგება „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძე დარწმუნებულია, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება.
“დღეს ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, მისი აქტიურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათი წაადგება „ნაციონალურ მოძრაობას“. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ოთხივე კანდიდატი ძალიან ღირსეულია, ღირსეული ადამიანია, მათ შორის, მივესალმებით ნონა მამულაშვილის კანდიდატურასაც, წარმატებებს ვუსურვებთ. პირადად მე მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს. დარწმუნებული ვარ, ეს ენერგიული, აქტიური, მებრძოლი ადამიანი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
ვფიქრობ, განახლების დრო, შეცვლის დრო არის ყოველთვის და დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ბრძოლისუნარიანობა, ახალი მუხტი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, 29 იანვარი იქნება თარიღი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ენერგიით გააგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის, მიშას თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.