spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ნადირაძე – დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ექნება ძალიან დიდი “სიურპრიზი”

დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ექნება ძალიან დიდი “სიურპრიზი”, მათ შორის, საუბარია მისი და მისი გარემოცვის სანქცირებაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მალე იქნება “მეგობარი აქტის” განხილვა.

“თავისთავად, ის ფაქტი, რომ ძალიან მალე იქნება “მეგობარი აქტის” განხილვა მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ ერთი მხრივ, ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან, მაქსიმალურად შეიზღუდოს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ექნება ძალიან დიდი “სიურპრიზი”, მათ შორის, საუბარია მისი და მისი გარემოცვის სანქცირებაზე და მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, ასევე, იქნება კიდევ ერთი, მორიგი უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ჩაინიშნა. საგარეო კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებაზე ხუთშაბათს იმსჯელებს. პარალელურად კი ჰელსინკის კომისიამ დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში “მეგობარ აქტს” მიიღებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები