spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ნადირაძე – ღარიბაშვილზე უკეთეს გამომსვლელს კრემლში ალბათ, ვერც ინატრებდნენ

დაკავებული იყო სამარცხვინო განცხადებების გაკეთებით და იმ კლოუნადით, რომლითაც ფაქტობრივად შეარცხვინა მთელი ქვეყანა, – ასე გამოეხმარა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ნადირაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნხენში გაკეთებულ განცხადებებს.

 

“ღარიბაშვილზე უკეთეს გამომსვლელს კრემლში ალბათ, ვერც ინატრებდნენ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ამდენი გამოწვევა, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა საქართველოს უსაფრთხოებაზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, დაკავებული იყო სამარცხვინო განცხადებების გაკეთებით და იმ კლოუნადით, რომლითაც ფაქტობრივად შეარცხვინა მთელი ქვეყანა.

 

მაშინ, როდესაც ერთი სიტყვა არ უთქვამს ამ ადამიანს უკრაინის გამარჯვებასა და მხარდაჭერასა და წარმატებაზე, ამ დროს იყო დაკავებული ჭორაობით მიხეილ სააკაშვილზე”, – განაცხადა ნადირაძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. 

 

“იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. ექნებათ ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი არ არის გადაწყვეტა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები