კახი კალაძე ორიანს რომ გიწერს, უფრო კომპლიმენტად უნდა მიიღო – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ირაკლი ნადირაძე თბილისის მერის პასუხად აცხადებს.
მისი თქმით, სასაცილოა იმ ადამიანისგან შეფასების გაკეთება, რომელსაც არც სკოლასთან და არც უნივერსიტეტთან შეხება არ ქონია.
“სასაცილოა, კახი კალაძე, რომელსაც არც სკოლებთან, არც უნივერსიტეტებთან, შეხება არც კი ჰქონია, ეს ადამიანი ორიანს რომ გიწერს, უფრო კომპლიმენტად უნდა მიიღო. ეს კაცი გამორჩეულია ცინიზმით, სამარცხვინო საქციელებით. არ ღირს ამ სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო საქციელებზე პასუხის გაცემა” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკის პასუხად ქალაქის მერმა მერმა ირაკლი ნადირაძეს მიმართა – დაჯექი, ირაკლი, ორიანი, საკრებულოს ჯამბაზი გახდი!