spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ნადირაძე – ლევანმა ამ თემაზე უბრალოდ იხუმრა

ლევანმა ამ თემაზე უბრალოდ იხუმრა, – ამის შესახებ  თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომლის თქმითაც, ოპონენტებისათვის  წარსულის შეხსენებას  არ აპირებენ.     

 

“ლევანმა გუშინვე გააკეთა ამაზე განცხადება, რომ ამ თემაზე უბრალოდ იხუმრა და შესაბამისად, მგონი, დამატებით არავისზე მინიშნება არ ყოფილა. ლევანს შეუძლია ამაზე დამატებითი განმარტებებიც გააკეთოს. რაც კი გადაგვიდგამს წარსულში ნაბიჯები, ჩვენს ნაბიჯებზე ყველა ვართ პასუხისმგებელი და მთავარია, მაშინ, როდესაც ამ განცხადებებს ვაკეთებდით, ამ ნაბიჯებს ვდგამდით ჩვენს თავთან მართლები ვყოფილიყავით“, – განაცხადა ნადირაძემ.

 

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთავარია, „ქოცი“ არ ყოფილა და „გრეჩიხას“ აქციებზე არ არის ნამყოფი, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ მიანიშნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები