spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ნადირაძე – პრაქტიკულად, განაჩენი გამოუტანეს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”

განაჩენი გამოუტანეს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” და თავიდან ბოლომდე ჩამოშალეს ის პროპაგანდა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” პრობლემა ჰქონდათ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

 

“პრაქტიკულად, განაჩენი გამოუტანეს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” და თავიდან ბოლომდე ჩამოშალეს ის პროპაგანდა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” პრობლემა ჰქონდათ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციასთან და დალაგებული ჰქონდათ ტრამპთან და რესპუბლიკელებთან. მაგრამ გამოჩნდა, რომ უპირობო ორპარტიული მხარდაჭერაა საქართველოსადმი და საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელსაც  უთხრეს, რომ ბოლომდე დაიცავენ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან არჩევნებზე მათი ხმები და აქ იქნება წარმოდგენილი ძალიან ბევრი დამკვირვებელი”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები