“ქართულ ოცნებას” ხალხის, ბიუჯეტის ფული თავიანთი პარტიული ბიუჯეტი ჰგონიათ, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ იყენებენ ისე, როგორც პარტიული ინტერესებისთვის იქნება საუკეთესო, შესაბამისად, ისინი ამ ფულს ხარჯავენ იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ხმები დამატებით მოაბილიზონ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დახარჯული თანხები შესაძლებელი იყო, რომ ბევრად მნიშვნელოვან საქმეს მოხმარებოდა.
“ქართულ ოცნებას” ხალხის, ბიუჯეტის ფული თავიანთი პარტიული ბიუჯეტი ჰგონიათ, განსაკუთრებით, წინა საარჩევნოდ იყენებენ ისე, როგორც პარტიული ინტერესებისთვის იქნება საუკეთესო, შესაბამისად, ისინი ამ ფულს ხარჯავენ იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ხმები დამატებით მოაბილიზონ.
ასობით ათას ლარს იხდიან მხოლოდ ერთ კონცერტში და უხდიან კოლოსალურ ხელფასებს ადამიანებს, რომლებიც “ქართული ოცნებისადმი” ლოიალურად არიან განწყობილი.
ჩვენ ვნახეთ, მილიონობით დახარჯული, შეიძლება ითქვას, გაფლანგული ლარი, რომელიც შეიძლება, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოხმარებოდა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.